უცხოეთი
პუტინი დონბასის მთელ ტერიტორიაზე გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსებას დათანხმდა

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. საქმე ეხებოდა გაეროს მშვიდობისმყოფელების განთავსებას დონბასის მთელ საზღვარზე. მოლაპარაკებები სატელეფონო საუბრით გაიმართა.
5 სექტემებრს, ვლადიმერ პუტინის რეკომენდაციის შემდეგ, რუსეთმა გაეროში წარადგინა პროექტი, დონბასის ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, მშვიდობისმყოფელების განლაგებას შეეხებოდა, რათა ისინი ეუთოს მისიის წარმომადგენლებს საქმიანობის შესრულებაში დახმარებოდნენ. 
პეტრო პოროშენკომ 7 სექტემბერს განაცხადა, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელები არა დონბასში, არამედ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უნდა განლაგდნენ.

imedinews.ge