უცხოეთი
რუსეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის მუნიციპალურ არჩევნების შედეგად, რეგიონებში 16 გუბერნატორი აირჩიეს. ყველგან მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. გუბერენატორის პოსტისთვის „მმართველი პარტიიდან“ დუმის ორი დეპუტატიც იბრძოდა. გამოთავისუფლებული მანდატებიდან ერთი ისევ მმართვალმა პარტიამ შეავსო, მეორე კი ჟირინოვკის პარტიის წარმომადგენელს ერგო.
ასევე აირჩიეს 6 რეგიონული პარლამენტი, სადაც ხმების უმრავლესობა ასევე მმართველმა პარტიამ მოიპოვა.
მოსკოვში მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობის მოპოვება სულ მცირე 10 რაიონში შეძლო, 1500 გამარჯვებულიდან 200 ოპოზიციის კანდიდატია.

imedinews.ge