პოლიტიკა
დავინტერესდები, როდესაც აღმოჩნდება ჩვენს იურისდიქციაში და დააპატიმრებენ! - ლევან გოგიჩაიშვილი

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტს პიარ აქციას და სპექტაკლს უწოდებენ საქართველოს ხელისუფლებაში.
ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, კიდევ ერთი პიარ აქცია. საერთოდ არ მაინტერესებს, ეს როგორ დამთავრდება, დავინტერესდები მაშინ, როდესაც ის აღმოჩნდება ჩვენი იურისდიქციის ქვეშ და მას დააპატიმრებენ. ეს არის საინტერესო ბევრად იმიტომ, რომ მას წინ აქვს ბევრი სასამართლო პროცესი, სადაც მან იმ დანაშაულებებზე უნდა აგოს პასუხი, რასაც 9 წლის განმავლობაში ჩადიოდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა.