აქტუალური
პეტრო პოროშენკო: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, "ბოევიკმა" თუ პოლიტიკანებმა, პასუხისმგებლობა უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი!

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ინციდენტს, რომელიც მოხდა სახელმწიფო საზღვარზე, არ სჭირდება პოლიტიკური შეფასებები. ჩვენი კომენტარები მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში გაკეთდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განცხადა.
"26 ივლისს ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოს, ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით მე გამოვეცი განკარგულება, რომლითაც სააკაშვილს მოქალაქეობა შეუჩერდა. პრეზიდენტს არ შეეძლო, ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე დაეტოვებინა. ყველა სამართლებრივ ქვეყანაში პირს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში", - განაცხადა პოროშენკომ. მისი თქმით, სააკაშვილს ამისთვის საკმაო დრო ჰქონდა.
მე, როგორც პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, შევასრულებ სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. გავიდა თვე-ნახევარზე მეტი, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილი იყო დანაშაული, რადგან ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა კონსტიტუციითაა დაცული. ეს ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, "ბოევიკმა" აღმოსავლეთში თუ პოლიტიკანებმა დასავლეთში. პასუხისმგებლობა ჩადენილზე უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.