საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. „სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი, ამიტომ ის ფორმები და მეთოდები, რომელსაც ის პოლიტიკაში ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია, არეულობისკენ, კონფლიქტებისკენ. არც სამართლებრივი და არც მორალური ჩარჩოები მას პოლიტიკური საქმიანობის დროს არასდროს ჰქონია და არ აქვს. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, ვგულისხმობ ქართულ სახელმწიფოს, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რომ ის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მთავრობაზეც არის დამოკიდებული. „უკრაინის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა თავის დროზე დაუშვა შეცდომა, რომ ეს ტროას ცხენი თავისთან შეათრია", - აღნიშნა ფოფხაძემ.
„მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა საქართველოში მის მიმართ კონკრეტული ბრალდებებია წაყენებული და ამ ბრალდებებს, ცხადია, პასუხები სჭირდება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.