საზოგადოება
პარლამენტში მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტია ინიცირებული

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება მკაცრდება, ეთნიკურად ქართველებისთვის კი მარტივდება.
კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე მიიჩნევს, რომ უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად არსებული 5-წლიანი ვადა 10 წლით უნდა შეიცვალოს, მათთვის კი, ვინც ქართულ გვარს ატარებს, ქართული ენა და საქართველოს ისტორია იცის, მოქალაქეობის მიღების პროცესი უნდა გამარტივდეს.
კანონპროექტის ინიციატორია - საფრანგეთის პარლამენტარი „პარტია ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი. მისი თქმით, კანონპროექტს, სავარაუდოდ, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.