უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში გადაიყვანეს

    საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის საზღვართან ვითარება დაიძაბა. მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოლონეთის მხარეს გაემართნენ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას დეპუტატებთან ერთად პოლონეთიდან ავტობუსით ჩავიდა. მათ მესაზღვრე უკრაინის ტერიტორიაზე არ უშვებდა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მისი უკრაინის საზღვარზე გადაყვანა შეძლეს.