უცხოეთი
უკრაინის გენპროკურორი - საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზატორები და ხელშემწყობები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან

     „შეგინისგამშვებ პუნქტზე საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთის ორგანიზატორები, ასევე ისინი, ვინც ხელს უწყობდა და ხელმძღვანელობდა ასეთ ქმედებებს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
კანონი ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმათ მიცემას, ვინ მოაწყო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ვინც ხელმძღვანელობდა ან ხელს უწყობდა ასეთ ქმედებებს. ეს გაკეთდება. ასევე შეფასება მიეცემა სახელისუფლებო ინსტიტუტების დღევანდელ ქმედებებს“, - აღნიშნა ლუცენკომ
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ხელისუფლებისთვის ბრძოლაში სახელმწიფოს ანადგურებენ. „ვინც არ ეთანხმება ამას, შეეცადეთ და გაარღვიეთ საქართველოს ან ბრიტანეთის საზღვარი. ხელისუფლების ქმედებების კანონიერების შესახებ დავის გადაჭრის ერთადერთი გზა სასამართლოა“,
- დასძინა მან.