საზოგადოება
ლონდონის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა რიმა ბერაძემაც მიმართა, რომელმაც მმართველ გუნდსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

    საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. „„ქართული ოცნების“ გუნდმა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კიდევ ერთხელ დამასახელა! ჩემთვის ორმაგი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც კახა კალაძე ხელმძღვანელობს და რომელსაც ძალიან კარგად გამოსდის კაპიტნობა! მან კარგად იცის, თუ რა სჭირდება დედაქალაქს და შეუძლია, თბილისი სიცოცხლის ქალაქად გადააქციოს!“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
ამომრჩევლებთან შეხვედრას, ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.


„საქინფორმის“ მკითხველს შევახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე წარუდგინა. რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს უმრავლესობის - ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა.