პოლიტიკა
კახა კალაძის წინააღმდეგ ასეულობით ყალბი, ე.წ. ფეიკგვერდია შექმნილი! - არჩილ თალაკვაძე

    საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. “წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
ყურდღებით გავეცანით ანგარიშს. თუ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ ფუნქციონირებს ჯანდაცვის სერვისები და პროგრამები, რატომ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რატომ მიდის სწრაფი ტემპებით სივრცითი მოწყობის პროცესები და ის პროექტები, რომლებიც ჯერ კიდევ 2016 წელს დავაანონსეთ, ვფიქრობ, აქ პასუხი ერთადერთია - ჩვენი ხელისუფლების წინასაარჩენო დაპირება იყო სწრაფი განვითარება, შესაბამისად, ჩვენ მმართველობის ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ სამდიცინო მომსახურების პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვმუშაობთ საინვესტიციო  მიმართულებით“, - განმარტა უმრავლესობის ლიდერმა.
რაც შეეხება ე.წ. ფეიკგვერდებს, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელებში კახა კალაძის წინააღმდეგ ასეულობით ყალბი, .. ფეიკგვერდია შექმნილი. თალაკვაძემ მხარდამჭერებს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს თხოვნით მიმართა, ისარგებლონ თბილისის მერობის კანდიდატის მხოლოდ ავტორიზებული გვერდით.