უცხოეთი
საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, რომელსაც მანამდე რუსეთის მშვიდობის ორდენი აქვს მიღებული, "ცუდ კომპანიაში მოხვდა. ამის შესახებ მან აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ბატონ ტილერსონს ერთხელ მეგობრობის ორენი გადავეცით, მაგრამ როგორც ჩანს, ისე ცუდ კომპანიაში მოხვდა და ცოტა სხვა მიმართულებით დაიწყო მოძრაობა", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ისიც აღნიშნა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობას. მათ შორის არის Exxonmobile, რომელსაც მანამდე რექს ტილერსონი ხელმძღვანელობდა.