აქტუალური
„Agile Spirit 2017“ სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები ოფიციალურად 11 სექტემბერს დასრულდება

    საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. „Agile Spirit 2017“ სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების მიზანია ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის დახვეწა. სწავლების სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.
მრავალეროვნულ სწავლება „Agile Spirit 2017“- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპისა და აფრიკის ძალები ატარებენ. წვრთნებში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიის და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას.