სამართალი
უცხოელი ტურისტის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში უცხოელი ტურისტის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 178-ე, ძარცვის მუხლით  დაიწყო. დაზარალებული რუსი ტურისტი, შესაძლოა, დღესვე დაჰკითხონ, გამომძიებლები ექიმების შესაბამის ნებართვას ელოდებიან (ვიდეო იხ. აქ).
7 სექტემბრის დილას ალექსიძის 1 ნომერში, მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზოსთან 3 უცნობი მამაკაცი რუს ვიზიტორს სასტიკად გაუსწორდა. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. თავდასხმას შეესწრო დაშავებული ტურისტის მეგობარი გოგონაც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.