პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ექსტრადიციისთვის კიევში დამატებითი დოკუმენტაცია გადაგზავნა (ვიდეო)

    საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველო უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას ისევ სთხოვს. იუსტიციის სამინისტრომ კიევში დამატებითი დოკუმენტაცია გადაგზავნა. ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).
როგორც წულუკიანმა განაცხადა, ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექსპრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მორიგ ჯერზე 1 სექტემბერს მიმართა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.