საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცემა

    საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში მიიღებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2012 წლიდან მოყოლებული, მუდმივი საცხოვრებლით 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.