პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთის მხრიდან ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო ვისჯებით!

     საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტს ანეი დუდას შეხვდა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ესაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ღია დისკუსიაში პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
რუსეთის მხრიდან ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო ვისჯებით. ეს მოხდა 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების ძალისმიერი ოკუპაციით. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ისწრაფვის ისტორიულ ოჯახში, ევროპაში დაბრუნებისკენ, მაგრამ არსებობს ტენდენცია, რომ საქართველოს მსგავს ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოსდევს. რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკას არ მოაქვს არაფერი კარგი არც რუსეთისთვის და არც მისი მეზობლებისთვის. რუსეთისთვის მხოლოდ მომგებიანი იქნება ძლიერი, ევროკავშირის წევრი მეზობელი. რუსეთი რაციონალურ დიალოგზე დათანხმება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ქვეყნების ინტერესებში შედის. ვფიქრობ, ოდესმე ეს შესაძლებელი იქნება, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.