უცხოეთი
ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა“ აიღო

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი.  ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა“ აიღო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც დაჯგუფების წევრები ამტკიცებენ, თავდასხმის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, რომელიც მოტოციკლეტით მიუახლოვდა ბაგრამის ავიაბაზის შესასვლელს. 
აშშ-ის სამხედროები ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის დროს 3 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
დაშავებულთაგან ორის ტრანსპორტირება გერმანიაში უახლოეს მომავალში მოხდება.