სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა კახეთში საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ყვარლის მუნიციპალიტეტში, შილდის ტყეში ხანძარი, ფაქტობრივად, ლიკვიდირებულია.
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში უკვე დაფიქსირდა ხანძრის კერების ლოკალიზება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის
პროცესში მონაწილეობს ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში შსს-ს 400-მდე თანამშრომელია ჩართული.