აქტუალური
დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს! - EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზს აკეთებს

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ეკონომიკური ზრდის შესახებ ილაპარაკა.
"დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 3.8%-ს შეადგენს, მით უმეტეს, რომ მან უკვე მიაღწია 4%-ზე მაღალ ზრდას. ვფიქრობ, რომ საქართველო შემდეგი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.
EBRD-ის პრეზიდენტის შეფასებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გაუმჯობესდა და მოწინავე ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც EBRD-ია წარმოდგენილი.
მისი თქმით, განსაკუთრებული რეკორდულობით 2016 წელი გამოირჩეოდა, ვინაიდან გასულ წელს 250 მილიონი ევროს მოცულობის 17 პროექტში განხორციელდა ინვესტიცია.