საზოგადოება
მეუფე პეტრემ თავისი განცხადებებით პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი! - მეუფე დიმიტრი

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მისამართით ეს ბრალდება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ "ციანიდის საქმის" განაჩენზე საუბრისას გააკეთა. დიმიტრი შიოლაშვილი ე.წ. საუკუნის საქმეს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა:
"ის მოტივაცია, რომ ეს შურისძიებით მოხდა (დღეს ახალი ტერმინი მოვისმინეთ, მანამდე ჩვენ ვისმენდით, რომ ეს იყო ანგარების მიზნით და ..), მაინცდამაინც მყარი ვერ არის. ეს მოტივაცია მათ გაუმყარა მეუფე პეტრემ, როდესაც ის წარდგა სასამართლოს წინაშე და არამარტო სასამართლოზე და როდესაც ის ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ შორენა არის მძლეთამძლე, ყველა გადაწყვეტილებას ის ღებულობს და .. პირდაპირი მნიშნელობით შემიძლია ვთქვა, რომ მან ამ ქმედებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი", -განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.