პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

    საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის  რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება, საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი, გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი, ახმეტაში - იოსებ ქარუმაშვილი, ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი, ყვარელში - როსტომ სესიაშვილი, სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი, ხოლო თელავში - შოთა ნარეკლიშვილი.
მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა უკვე დაიწყო. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართება.