უცხოეთი
საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა პროგრამა გააუქმა, რომელიც დეპორტაციის გადავადებას ითვალისწინებდა 800 000-მდე არალეგალი მიგრანტისთვის, რომლებიც აშშ-ში ბავშვობის ასაკში ჩავიდნენ. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენაციაზე აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშნსმა განაცხადა.
ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას ბრძანებით, "მეოცნებეების" სახელით ცნობილი არალეგალების ნაწილს, რომლებიც აშშ-ში ბავშვობაში ჩავიდნენ. დეპორტაციის გადავადების უფლება მიანიჭეს. 2 წელიწადში ერთხელ მათ ამასთან დაკავშირებით სპეციალურ საბუთებს ურიგებდნენ.