პოლიტიკა
კახა კალაძე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

  საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს მის საარჩევნო შტაბში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე.

კახა კალაძემ ბრიტანეთის ელჩს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი არჩევნებში მონაწილე სუბიექტები საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.