აქტუალური
სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პილატეს პირდაპირი მემკვიდრეები! - მეუფე პეტრე

  საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. მეუფე პეტრემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეაფასა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 „დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ასევე უსამართლო, ფარისევლური განაჩენი და მე ვფიქრობ და ჩემი პირადი შეფასებით, როგორც მოსამართლემ, მის მთელ თაობას და შთამომავლობას, ასევე სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი ანუ თვითმკვლელობა, რომელიც მიუტევებელი ძალიან მძიმე ცოდვაა. მათ მათთვის საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას უფალი ამბობს ჩვენს ცხოვრებაში და მათ დაავიწყდათ, რომ მსაჯული არის ღმერთი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

 ...ეს არის თვითმკვლელობა სასამართლოსი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ სახელმწიფოს თავისუფლება, ძლიერება, მისი განვითარება სასამართლოზე გადის, ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა მონად ზეწოლისა, მონად უსამართლობისა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.