აქტუალური
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

   საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო განხილვა თითქმის 8 თვე მიმდინარეობდა.  

მამა გიორგი მამალაძეს ბრალდება ანგარებით მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი გადააკვალიფიცირა 18/108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს, და გიორგი მამალაძეს ანგარებით მკვლელობის მომზადებაში ბრალდება მოუხსნა.

ბრალდებული მოსამართლემ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაშიც გაამტყუნა და მიუსაჯა 2 წელი, თუმცა უფრო მძიმე ბრალდებამ შთანთქა მისჯილი 2 წელი და დეკანოზ გიორგი მამალაძეს საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.