სამართალი
უკრაინამ საქართველოსგან სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო

   საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სერგეი პეტუხოვის განცხადებით, სამინისტრომ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო. "უკრაინამ მიიღო სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადაციის მოთხოვნა. საქართველოს მთავარი პროკურატურის გზავნილი უკრაინის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურატურამ მიიღეს", - ინფორმაციას ავრცელებს Интерфакс-Украина. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.