საზოგადოება
მწვავე რესპირატორული დაავადების რაოდენობამ მოიმატა

grippღორის გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე  გადავიდნენ წყალტუბოელი მედიკოსებიც.  „ა.ი.პ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წყალტუბოს ცენტრის“ უფროსის მარინა ტყეშელაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე H1N1 ვირუსით დაინფიცირება  ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, მაგრამ მსგავსი სიპტომებით ქ. ქუთაისის საავადმყოფოებში მოათავსეს ორი ორსული ქალბატონი: სოფელ პატრიკეთში მცხოვრები თამარ მეშველიანი და სოფელ მესხეთის მკვიდრი ლია კლდიაშვილ-რევიშვილი.  ორივე მათგანის   ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

როგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი გვატყობინებს, იანვარში  მწვავე რესპირატორული  დაავადების 17 შემთხვევა დაფიქსირდა,  ისევე, როგორც მთელ საქართველოში, წყალტუბოშიც გრიპის სიპტომებით დაავადებულ პაციენტებს შ.პ. ს. „რაიონული პოლიკნილიკა“ და საავადმყოფო  ამბულატორიული პროგრამის ფარგლებში ემსახურება. დაინფიცირებული მოსახლეობის  წარმომადგენლებს უფასოდ ანტივირუსულ პრეპარატებს: „ტამიფლუსა“ და „რელენზას“ აძლევენ.