საზოგადოება
კახა კალაძე ხანძრების ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავს

    საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ზაფხულის განმავლობაში ქვეყანაში გაჩენილი ხანძრები, შესაძლოა, დივერსიული ქმედებების შედეგი იყოს.
დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი, არცერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ ეს შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი, ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ", - განაცხადა კახა კალაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
“…ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ", - აღნიშნა კალაძემ.