აქტუალური
საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. კაცხში ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროებისთვის სამთო სწავლება გაიმართა. სამხედროებმა ბუნებრივ კედელზე ცოცვის ელემენტები შეისწავლეს და სხვადასხვა სირთულის ამოცანა შეასრულეს.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ 21 აგვისტოდან მიმდინარეობს. კურსის ფარგლებში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადებას საჩხერე-ჭიათურის სასწავლო უბნებზე გადიან.
სამთო სწავლებაში 5 ქართველი და 19 უცხოელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. კურსის დასასრულს მათ შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ. სამთო მომზადების ზაფხულის
კურსი 8 სექტემბერს დასრულდება.