პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ მინსკში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. ვიცე პრემიერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადა. ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ბელარუსი მაშველები ქართველი მეხანძრეების მხარდამხარ მუშაობდნენ.