სამართალი
გიორგი მღებრიშვილი კახეთში ჩავიდა და საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა

    საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. შს მინისტრმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ სირაძისა და კახეთის რეგიონის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილისგან კახეთის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ხანძრის ეფექტიანი ლიკვიდაციის მიზნით გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა.
თათბირის შემდეგ შს მინისტრმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელა და ყველა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
შსს- საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ხანძრის კერების უმოკლეს ვადაში ლიკვიდირების მიზნით, მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი.