უცხოეთი
ჯორჯ სოროსის ტერორისტად აღიარების მოთხოვნით პეტიციას ხელი 100.000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა

    საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ტერორისტად აღიარების მოთხოვნით პეტიციას ხელი უკვე 100.000-ზე მეტი ადამიანმა მოაწერა. ამჟამად დოკუმენტი თეთრმა სახლმა უნდა განიხილოს. პეტიციის ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პეტიციის ავტორები ამტკიცებენ, რომ სოროსი "მუდმივად ცდილობდა სიტუაციის დესტაბილიზაციას და შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“. პეტიციის ავტორების აზრით, მილიარდერმა შექმნა და დააფინანსა ათეულობით (და ასობით) ინდივიდუალური ორგანიზაცია, ერთადერთი მიზნით, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ემოქმედა.
ხელმომწერებმა ასევე ჯორჯ სოროსი აშშ-ის ფედერალური მთავრობის უმრავლესობის მიმართ არაჯანსაღ და დაუსაბუთებელ გავლენაში დაადანაშაულეს. "იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა გამოაცხადოს ჯორჯ სოროსი და მისი ყველა ორგანიზაცია ტერორისტად, ასევე მას პირადი ქონება უნდა ჩამოერთვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
იმისთვის, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წინადადება განიხილოს, პეტიციამ 2017 წლის 19 სექტემბრამდე 100 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.
პეტიცია 20 აგვისტოს შეიქმნა მომხმარებლის მიერ, ფსევდონიმით E.B. ჯორჯ სოროსმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერი შესაძლოა დიქტატორი გახდეს. თავად მილიარდერი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მხარს ტრამპის მეტოქე, დემოკრატების ლიდერს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს უჭერდა.