პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის რეგიონში მერობის 12 კანდიდატი წარადგინა

    საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა
იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის სახელით 12 კანდიდატი იბრძოლებს.
ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია იქნება, ბაღდათში - არჩილ გოგსაძე, ვანში - ალექსანდრე გოგორიშვილი, თერჯოლაში - ბონდო სოფრომაძე, სამტრედიაში - ვალერიანე ფოცხვერია, საჩხერეში - ბენიამენ ფალავანდიშვილი, ტყიბულში - თემურ ჩუბინიძე, წყალტუბოში - გრიგოლ იოსელიანი, ჭიათურაში - პაატა ნადირაძე, ხარაგაულში - ნიკოლოზ თოფურიძე, ხონში - ლადო ჯურხაძე, ხოლო ზესტაფონში კახაბერ მახათაძე.