აქტუალური
„მომხდარს ვაფასებთ, როგორც ღიად მტრულ აქტს“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

    საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
„2 სექტემბერს აშშ-ის ხელისუფლებამ სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოსა და ვაშინგტონში სავაჭრო წარმომადგენლობის შენობები მიიტაცა, რომლებიც რუსეთის საკუთრებაშია და დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს. რუსეთის წარმომადგენლებს აღარ უშვებენ აგრეთვე ნიუ-იორკში სავაჭრო წარმომადგენლობის განყოფილების იჯარით აღებულ შენობაში.
ეს აღმაშფოთებელი ნაბიჯი იმავე კალაპოტში ჯდება, რაშიც გასული წლის დეკემბერში ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის მახლობლად რუსეთის კუთვნილი დიპლომატიური საცხოვრებელი კომპლექსების ფაქტობრივი ექსპროპრიაცია. მიტაცებულ შენობებში ახლა აშშ-ის სპეცსამსახურები იმყოფებიან შეიარაღებული პოლიციის მხარდაჭერით.
მომხდარს ვაფასებთ, როგორც ღიად მტრულ აქტს, ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციისა და ორმხრივი საკონსულო კონვენციის ჩათვლით.
მოვუწოდებთ ამერიკის ხელისუფლებას, გონს მოეგოს და დაუყოვნებლივ დააბრუნოს რუსული დიპლომატიური ობიექტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დეგრადაციის გაგრძელება მთლიანად აშშ-ს დაედება ბრალად, რაზეც დიდად არის დამოკიდებული გლობალური სტაბილურობა და საერთაშორისო უსაფრთხოება".