სამართალი
შსს-მ ხეტყის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტები გამოავლინა

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა მხილებულების ავტომანქანებიდან ახალქალაქში - უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში - უკანონოდ გაჩეხილი ნაძვის ჯიშის მრგვალი მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხეტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.