საზოგადოება
პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციის პროექტს და უმრავლესობა აღარ გეგმავდა 6 სექტემბერს სტრასბურგში ჩასვლას

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. „საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადება ვენეციის კომისიასთან მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ჩაშლილი კონსულტაციების კომენტირებისას განაცხადა.  ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციამ პროცესი ჩიხში თვითონ შეიყვანა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებებზე მსჯელობა დასრულებულია, პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციის პროექტს და უმრავლესობა აღარ გეგმავდა 6 სექტემბერს სტრასბურგში ჩასვლას.
დღის ბოლოს გავრცელდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ სექტემბრის შეხვედრა გაუქმებულია. რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, წერილში ვკითხულობთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადავადება იმედგაცრუებას იწვევს.
კონსტიტუციის შესწორებულ პროექტს კი  6-7 ოქტომბერს ვენეციის კომისიის სხდომაზე ელოდებიან.