პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 60 000 000 დოლარის გამოყენება მოიწონა

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოიწონა 60 მილიონი დოლარის გამოყენება რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო გავლენასთან საბრძოლველად. აშშ-ის კონგრესმა ეს ფული ტერორისტული ორგანიზაციების პროპაგანდის და რუსეთის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიის საწინააღმდეგოდ გამოყო.
თანხა ჩარიცხულია სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი გლობალური ურთიერთქმედების ცენტრის ანგარიშზე, რომლის მიზანია როგორც ტერორისტულ პროპაგანდასთან ბრძოლა, ისე წინააღმდეგობის გაწევა საინფორმაციო გავლენისათვის ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა და რუსეთი“.
გლობალური ურთიერთქმედების ცენტრიბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაპირველად ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის საწინააღმდეგოდშეიქმნა, ხოლო დღეს, კონგრესში მოწონების შემდეგ, მისი საქმიანობის ორიენტაცია რუსეთის ინფორმაციულ გავლენასთან ბრძოლაზე შეიცვლება.