სამართალი
ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვაა

magaroelebiტყიბულის მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. როგორც ჟურნალისტებს ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა გორდეზიანმა განუცხადა, გაფიცულთა რაოდენობა მისთვის უცნობია.

გაფიცულ მაღაროელებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გაათავისუფლონ დაკავებული ორი პიროვნება. მაღაროელები მიიჩნევენ, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან; დამნაშავეებად დაზარალებულებს მიიჩნევენ, რომლებმაც აფეთქება განახორციელეს და არ დაიცვეს უსაფრთხოების წესები.

მისივე თქმით, გამოძიება ჩატარდება და, სპეციალური კომისიის დასკვნის შემდეგ, საგამოძიებო ჯგუფი გადაწყვეტილებას მიიღებს.

გაფიცულები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ როგორ გააგრძელონ მუშაობა. ისინი თბილისიდან პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან, – აღნიშნა ზაზა გორდეზიანმა.

ტყიბულის მაღაროს ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამჟამად ძიძიგურის სახელობის მაღარო შეუფერხებლად მუშაობს.

მინდელის სახელობის მაღაროში კი, სადაც ახლახან აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, სპეციალური სამორიგეო რეჟიმი დაწესდა; მუშაობს წყალამოღვრისა და სავენტილაციო სისტემები, შეუფერხებლად მიმდინარეობს მაღაროს ელექტროენერგიით მომარაგება.

გაფიცვა ტყიბულის მაღაროელებმა გუშინ, 26 იანვარს, დაიწყეს.