უცხოეთი
აშშ ფხენიანს მასშტაბური სამხედრო პასუხით დაემუქრა

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ვაშინგტონი აშშ-ის ან მისი მოკავშირეების ტერიტორიებისთვის საფრთხის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას მასშტაბურ სამხედრო პასუხს გასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა. პენტაგონის ხელმძღვანელის განმარტებით, აშშ-ს არ სურს ფხენიანის სრული განადგურება, თუმცა ამის შესაძლებლობები აქვს. უფრო ადრე დონალდ ტრამპი საკუთარი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ჩრდილოეთ კორეის ქმედებების საპასუხო სამხედრო ვარიანტებს გაეცნო.
ოფიციალური ფხენიანის ცნობით, 3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბომბის გამოცდამ გამოიწვია ჩრდილოეთ კორეაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა. სამხრეთ კორეის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თამვჯდომარე კიმ ენ უმ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოცდილი წყალბადის ბომბის სიმძლავრე 100 კილოტონას შეადგენს, რაც 1000 ტონის ეკვივალენტურია და 4-5ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 1945 წელს ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბი.
ფხენიანის ქმედებებთან დაკავშირებით ორშაბათს გაეროს უშიშროების სხდომა საგანგებო სხდომას გამართავს.