პოლიტიკა
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს და ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან  შეხვედრაზე განაცხადეს.
აშშ-ის კონგრესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის შემადგენლობაში არიან კონგრესმენები ჰენრი კუელარი, ჯონ დუნკანი, ჯონ კარტერი, ჩარლზ ფლაიშმანი, სტივ ვუმაკი.
პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობ დაამყარა.
კონგრესმენებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ასევე, მადლობა გადაუხადეს საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის.