სამართალი
ირანიდან ჩამოფრინდა 2 ვერტმფრენი და მეხანძრე-მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი - საგანგებო შტაბი და შსს-ს დანაყოფები ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე მუშაობას განაგრძობენ

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ამ დროისთვის ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სრულად ლოკალიზებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე გრძელდება ნიადაგის პრევენციული დამუშავება. კლიმატური პირობების გაუარესების მიუხედავად, არ წარმოქმნილა ხანძრის არცერთი ახალი კერა. ღამით ორ ლოკაციაზე უმნიშვნელო დაკვამლიანება დაფიქსირდა, რისი ლიკვიდირებაც დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადაში მოხდა.
ადგილზე რჩებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.
გასულ პარასკევს საქართველოში ირანიდან ჩამოფრინდა 2 ვერტმფრენი და მეხანძრე-მაშველთა 15-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში.