პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

    საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა, პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში:
მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება;
ვაკე - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე;
საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი;
კრწანისი - თემურ გორგაძე;
ისანი - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი;
სამგორი - გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე;
ნაძალადევი - თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე;
ჩუღურეთი - რიმა ბერაძე;
დიდუბე - ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია;

გლდანი - შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.