სამართალი
“წინააღმდეგობის მოძრაობა” საზოგადოებრიობას 20 ომბუდსმენს წარუდგენს

irmaდღეს, 27 იანვარს, “წინააღმდეგობის მოძრაობა” საზოგადოებას 20 საზოგადოებრივ ომბუდსმენსა და თავის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ომბუდსმენები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. კონკრეტულად კი იქნება თავისუფლებაშელახული ადამიანების ომბუდსმენი, უკანონო პოლიტპატიმრების ომბუდსმენი, არასრუწლოვანთა, ქალთა, სამხედრო და ვეტერანთა, დევნილთა, ახალგაზრდული მოძრაობების ომბუდსმენი და ა.შ.

წინააღმდეგობის მოძრაობა” ყველა მიმარულებით დაიწყებს მუშაობას და მაქსიმალურად მოხდება მობილიზება იმისთვის, რომ საზოგადოება გააქტიურდეს. დარღვევები არა მარტო უნდა დაფიქსირდეს, არამედ კონკრეტული რეაგირებაც მოჰყვეს. ყველა ფაქტზე იმუშავებს ჩვენი მობილური ჯგუფი, ადვოკატები, ჟურნალისტები, ოპერატორები. მოპოვებულ მასალებსა და დოკუმენტაციას ევროსტრუქტურებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და ევროკომისიებს გადავუგზავნით, რომლებთანაც ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.