უცხოეთი
ტეხასის აღსადგენად, ტრამპი საკუთარ 1 მილიონ დოლარს გაიღებს

    საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს ტეხასსა და ლუიზიანას ეწვევა და აღდგენითი სამუშაოებისთვის პირად თანხებს გაიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში პრეზიდენტის პრესსპიკერ სარა სანდერსზე დაყრდნობით ვრცელდება. თეთრ სახლში ჩატარებულ ბრიფინგზე სანდერსმა დააკონკრეტა, რომ ტრამპი ქარიშხალი ჰარვისგან მიყენებული ზიანის აღსადგენად პირად 1 მილიონ დოლარს გაიღებს ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 აგვისტოს დაატყდა თავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ეს განკარგულება ქარიშხალ “ჰარვის“ წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების საჭიროების გამო გამოსცა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.
ვრცელდება ინფორმაცია ახალი ქარიშხლის “ირმას“ შესახებ, რომელიც  ამერიკის სამხრეთ სანაპიროსკენ მიემართება. სპეციალისტებმა მას ჯერჯერობით მეორე კატეგორია მიანიჭეს.