საზოგადოება
კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე დაინიშნა, თოჯინების თეატრში კი - ნიკოლოზ საბაშვილი

    საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კინომსახიობთა და თოჯინების თეატრებში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნას ხელი მოაწერა. პირველი არხის ინფორმაციით, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე დაინიშნა, თოჯინების თეატრში კი - ნიკოლოზ საბაშვილი.