სამართალი
შეიძლება ითქვას, რომ აბასთუმნის ტყეში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია! - გიორგი მღებრიშვილი

    საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა  აბასთუმანში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ტყეში სპეციალური მილებით მოხდება ტერიტორიის დამუშავება.
"აბასთუმნის ტყეში დამატებითი გზები გაიჭრა, რათა სახანძრო მანქანები შესულიყო, 200-300 მეტრში იყო ხანძრის კერა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი ლიკვიდაცია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა