სამართალი
საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. თავდასხმა ოზურგეთში - გვიან ღამით მალაზონიას ქუჩაზე მცხოვრებ კოსტავების ოჯახს ყოფილმა სიძემ სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა.
სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 თვის ბავშვი.
დაზარალებულები გვიან ღამით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დილით უკვე გაწერეს.
ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.