აქტუალური
"ქართველთა მარში" ახალი აქციებისთვის ემზადება

    საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც "პირველ რადიოს" ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, მორიგი აქცია ამჯერად რუსთაველის გამზირზე გაიმართება, ისინი მსვლელობით კანცელარიისკენ გაემართებიან და მოთხოვნების შესრულებამდე აღარ დაიშლებიან. მოძრაობის მთავარი მოთხოვნა კი "სოროსის ფონდის" და მისგან დაფინანსებული ორგანიზაციების აკრძალვაა:
"სასტუმრო საქართველოს უკანა შესასვლელში არის ქართველთა მარშის ოფისი, სადაც უკვე მესამე დღეა, ვიკრიბებით. ყველას ვაცნობთ ჩვენს გეგმებს, ვინც დაინტერესებულია. ვემზადებით სექტემბრისთვის. სექტემბერში ჩვენ დავაანონსეთ ასი ათასიანი მარში, დავაანონსეთ აქციები სოროსის ფონდთან, კლუბ ბასიანთან, ასეთ ადგილებში აქციებს ვგეგმავთ. პროტესტ ვუცხადებთ არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ამ სოროსისეული, ლიბერასტული სისტემის პირობებში არცერთი არჩევნები არ იქნება შედეგის მომცემი. რა მნიშვნელობა აქვს, კალაძე იქნება მერი თუ ნარმანია? ვგეგმავთ შიმშილობას კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიასთან. ჩვენი განცხადება უკვე ერთი თვეა, რაც შესულია მერიაში. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ აიკრძალოს ფონდი ღია საზოგადოება და მსგავსი სოროსისეული ორგანიზაციები, ასევე შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ასევე მიგრანტების წინააღმდეგ არ გამკაცრებულა კანონი, რომელსაც ვითხოვდით. ამ მოთხოვნებით დავჯდებით საშიმშილოდ და სანამ არ შეასრულებენ, მანამდე არ დავიშლებით", - განაცხადა სადღობელაშვილმა.