აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილზე ზეწოლა ხორციელდება! - ნიკოლოზ მჟავანაძე

    საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი."უფლებადამცველთა გაერთიანებისთავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე წერს:
"არ უარვყოფ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ ჩიხიდან გამოსავალი ხომ უნდა მოიძებნოს. ეს რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე არ მოხდება. ამით პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული. ხდება პირიქით და ჩიხიდან გამოსვლას რუსეთი ცდილობს. ამ ქვეყნის პირველმა პირმა არაერთხელ მოგვიწოდეს დიალოგისკენ. მათ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით პოზიციაც შეცვალეს. აქამდე გვეუბნებოდნენ, ამ რეალობას შეეგუეთო, ახლა ამბობენ, ყველაფერი შეიძლება მოლაპარაკებების გზით გადაწყდესო. პოზიცია აშკარად შერბილებულია. თავიდან გვიმტკიცებდნენ, რომ დახმარება არ უთხოვიათ რუსეთისთვის. ახლა აღიარებენ, რომ დახმარება ითხოვეს. მითხარით, სად არის აქ ლოგიკა. დახმარება ითხოვეს და მერე პრემიერმა თქვა უარი ამ დახმარებაზე. გამოდის, რომ ის ვიღაცამ აიძულა, ასე მოქცეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს არ იტყოდა, იმ მომენტისთვის ცეცხლი კიდევ უფრო გაძლიერებული იყო. აშკარაა, რომ კვირიკაშვილზე ზეწოლა ხორციელდება და მანაც ამიტომ თქვა უარი. ახლა მე ვსვამ კითხვას, რატომ არ დაგვეხმარა ხანძრის ჩაქრობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ან სად იყო ნატო. მათაც ძალიან კარგად შეეძლოთ დახმარების გაწევა?"