საზოგადოება
ირაკლი პეტრიაშვილს დავამარცხებ! - პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის დავით ოქიტაშვილი იბრძოლებს

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ცნობილია 2 კანდიდატის ვინაობა, რომლებიც ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.
თავმჯდომარეობის სურვილი აქვს კულტურის პალატის პრეზიდენტსა და ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს დავით ოქიტაშვილს, რომელმაც მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს "მართული" უწოდა.
„2012 წლის მერე, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, მეგონა, რომ ის შეცვლიდა თავის მეთოდებს და პროფკავშირი თავის ხალხს დაუბრუნდებოდა. პირიქით, 2012 წლის მერე უფრო დიქტატორი გახდა. მე ვიბრძოლებ და დარწმუნებული ვარ, 15 თუ 16 სექტემბერს, არ ვიცი, კიდევ თუ არ შეცვალა ყრილობის თარიღი, მე მას დავამარცხებ“, - განაცხადა ოქიტაშვილმა.